ფუტკრის ამერიკული სიდამპლის პრობლემა

დაავადების მართვა მეფუტკრეთა საზოგადოების კოლექტიური პასუხისმგებლობაა!

 

ქართული მეფუტკრეობა დიდ გეგმებს ეჭიდება და ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს წარმატების მისაღწევად.

გასულმა ათწლეულმა თვანათლივ გვაჩვენა, რომ აუცილებელია ჩვენი საქმიანი მიდგომის გადაფასება, რათა შევძლოთ მდგრადი და შემოსავლიანი  საფუტკრე მეურნეობების მოწყობა.

ამერიკული სიდამპლის მართვა ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია დარგის სიცოცხლისუნარიანობისთვის. ის დიდ ზარალს იწვევს ფუტკრის ოჯახების მწყობრიდან გამოყვანით, კიდევ უფრო დიდი ზიანი მოაქვს მეფუტკრეების მიერ დაავადების მართვის არასწორ პრაქტიკას - დაავადება, როგორც წესი, ფართოდ ვრცელდება, წარმოებული თაფლი კი, ხშირ შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით დაბინძურების გამო, სარეალიზაციოდ გამოუსადეგარია.

გაეცანით ამერიკული სიდამპლის მართვის განახლებულ სტრატეგიას!

სიახლეები

სტუმრად მოლდოველ მეფუტკრეებთან

საქართველოს მეფუტკრეებს საშუალება მიეცათ სწვეოდნენ თავიანთ კოლეგებს მოლდოვაში, გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ დარგობრივი გამოცდილება.

გაიგეთ მეტი

თანამედროვე სახელმძღვანელოს გამოცემა მეფუტკრეობის სექტორისთვის

გამოიცა მეთაფლე ფუტკრის დაავადებათა კონტროლისა და უვნებელი თაფლის წარმოების თანამედროვე სახელმძღვანელო

გაიგეთ მეტი

ქართული თაფლი საერთაშორისო გამოფენაზე მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს

ქართველი მეფუტკრეების სწრაფვა საერთაშორისო მომხმარებელს გააცნონ საკუთარი თაფლი და მონუსხონ მისი საგემოვნო თავისებურებებით, თანდათან უფრო რეალისტური ხდება.

გაიგეთ მეტი

ჟურნალი

მწვანე სკის დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ შემდეგ სტატიებს

დაგეგმილი ღონისძიებები

დონაცია

თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, გთხოვთ, ტრანზაქციის დანიშნულებაში მიუთითოთ სიტყვა შემოწირულობა

რეკვიზიტები


მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
ანგარიში: GE59BG0000000498723405
ბანკის კოდი: BAGAGE22
საიდენთიფიკაციო კოდი: 402179370