20/02/2022
თუკი გსურთ თქვენი საქმიანობა უფრო განავითაროთ და თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობას გეგმავთ, IFC-ის სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის პროექტი მზად არის გაგიწიოთ დახმარება.
IFC-ის სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის პროექტის საქმიანობა მიმართულია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების მხარდაჭერისკენ, რაც მიზნად ისახავს DCFTA-ის მოთხოვნებთან სასურსათო სექტორის შესაბამისობის გაუმჯობესებას, სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნების განხორციელების ხელშეწყობით, მცირე ტრადიციული მწარმოებლებისთვის მოქნილი მოთხოვნების დაწესებით, მეწარმეებისთვის მეფუტკრეობის თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებით, ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოს შესაძლებლობების ამაღლებითა და ადგილობრივად თაფლის ლაბორატორიული ტესტირების მეთოდების დანერგვით.
პროექტის მხარდაჭერის სექტორად შეირჩა მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების სექტორი, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მაღალი ღირებულების დარგი საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. ამ კუთხით პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ადგილობრივი მეფუტკრეობის სექტორის გაძლიერება, მეწარმეებისთვის სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის თანამედროვე მიდგომების გაზიარება, სურსათის უვნებლობის ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაში მხადაჭერა, და შედეგად, საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტის მხარდაჭერა.
მეფუტკრეებისთვის/თაფლის მწარმოებლებისთვის შეთავაზებული ღონისძიებები
პროექტის ფარგლებში მეფუტკრეებსა და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოებს ვთავაზობთ შემდეგ ღონისძიებებს:
1. ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და მეფუტკრეობის სანიმუშო პრაქტიკის საკითხებში, ფუტკრის დაავადებებისა და ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნების ჩათვლით;
2. საკონსულტაციო მომსახურება სურსათის უვნებლობისა და ფუტკრის დაავადებების მართვის საკითხებში.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობისთვის მეწარმეები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან:
ა) გამოცდილება მეფუტკრეობაში/თაფლის წარმოებაში, საკუთარი საფუტკრე ან/და თაფლის გამოწურვის საამქრო, ან გეგმავდეს საწარმოს მოწყობას,
ბ) რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი ან ფიზიკური პირი, რომელიც გეგმავს რეგისტრაციას,
გ) მზადყოფნა შეასრულოს პროექტის კონსულტანტების მითითებები და განახორციელოს საჭირო ცვლილებები, რათა დააკმაყოფილოს სურსათის უვნებლობის ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნები.
პროექტი მიმდინარეობს 2019 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე.
დღემდე პროექტის დახმარებით 15-მა მეწარმემ მოაწყო/აწყობს თაფლის გადამმუშავებელი საწარმო სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად და 250 ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა პროექტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, 42-მა მეფუტკრემ კი ინდივიდუალურად მიიღო კონსულტაცია.
პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
551143577
ირაკლი ჯანაშია
პროექტის კონსულტანტი