საქართველოს მეფუტკრეთა საზოგადოება „მწვანე სკა“ არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია (ააიპ), რომლის მთავარ მიზანს ადგილობრივი მეფუტკრეების ინტერესებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა წარმოადგენს.

ჩვენი ორგანიზაცია არ არის დაფუძნებული წევრობაზე, არამედ მოღვაწეობს სამოქალაქო საზოგადოებრივ საწყისებზე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის დახმარებით. ჩვენს გუნდს უნიკალური ურთიერთობა აქვს დარგისა და დარგთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფართო სპექტრთან, რაც მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე ღირებული გავლენის მოხდენის შესაძლებლობას გვაძლევს.

აგრეთვე, ჩვენ ვართ ამ ეტაპზე ერთადერთი საზოგადოება, რომელიც ნერგავს ხარისხის ნიშანს მეფუტკრეობის პროდუქტებზე, რათა მომხმრებლებს გავუჩინოთ ნდობა ადგილობრივი და საიმედო მეფუტკრეების მიერ წარმოებული უვნებელი და მაღალი ხარისხის მეფუტკრეობის პროდუქტებისადმი.

სმს-მწვანე სკა ფოკუსირებულია შემდეგი ტიპის აქტივობებზე:

  1. მეფუტკრეობის ლობირება და დარგზე გავლენის მოხდენა.
  2. მეფუტრკეობის დარგის განვითარება საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებით.
  3. მეფუტკრეობის, როგორც ბიზნესსაქმიანობის მდგრადობის ხელშეწყობა.
  4. მეფუტკრეობისა და ფუტკრის პროდუქტების წარმოების სანიმუშო პრაქტიკის დემონსტრირება და გავრცელება.

ჩვენი გუნდი

გიორგი კაჭკაჭიშვილი

მწვანე სკის დამფუძნებელი, დამფუძნებელთა საბჭოს წევრი

კონსულტანტი

ირაკლი ჯანაშია

მწვანე სკის დამფუძნებელი, დამფუძნებელთა საბჭოს წევრი

პროექტების მენეჯერი

კონსულტანტი

 

გივი ნინიძე

მწვანე სკის დამფუნძნებელი, დამფუძნებელთა საბჭოს წევრი

საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი