შპს თაფლიკაცის თაფლის გადამამუშავებელი საწარმო

შპს თაფლიკაცის თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს კახეთის შუაგულში ალავერდის მონასტრის გვერდით.

 კომპანიის საფუტკრეები განთავსებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და აგრეთვე იშვიათი სახეობის და მონოფლორული თაფლის მისაღებად საფუტკრეებს ხშირად ამთაბარებენ.

თაფლიკაცი ასევე აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეთა განათლების პროცესში და მეგზურობას უწევს ბავშვების ჩართულობას ახალგაზრდა მეფუტკრეების საერთაშორისო მოძრაობაში.

თაფლიკაცის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, კახეთში, აგრეთვე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

კომპანია უკვე წლებია ეწევა ბრენდირებული თაფლის ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გალფის ქვეყნებში.

 

მისამართი:
ალავერდი, ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია,
ახმეტის რაიონი, საქართველო
https://taplikatsi.ge/
საკონტაქტო პირი: შოთა კალანდარიშვილი