ი.მ. პაატა ბობოხიას თაფლის გადამამუშავებელი საწარმო წალენჯიხაში, სოფ. ჯგალში მდებარეობს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და მეწარმის საფუტკრე მეურნეობიდან მიღებული თაფლის გადამუშავებით არის დატვირთული.
მეწარმე საკუთარ თაფლს აფასოებს ბრენდი "ლაკადურის"-ს ქვეშ. ამავდროულად საწარმო სხვა მეწარმეებსაც სთავაზობს თაფლის მცირე და საშუალო პარტიების ჰომოგენიზაციისა და დაფასოების სერვისს.
2020-2021 წლებში განხორციელდა საწარმოში გადამუშავებული თაფლის ექსპორტი კატარში.
საწარმოს მიერ შემოთავაზებული სერვისების მისაღებად დაუკავშირდით მეწარმეს:
ტელ.: 598639383
E-mail: paatabobokhia@mail.ru