ი.მ. გიორგი კაჭკაჭიშვილის თაფლის გადამამუშავებელი საწარმო სოფ. ბანოჯაში მდებარეობს. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და მეწარმის საფუტკრე მეურნეობიდან მიღებული თაფლის გადამუშავებით არის დატვირთული.
მეწარმე საკუთარ თაფლს აფასოებს ბრენდი "ნობი"-ს ქვეშ. ამავდროულად საწარმო სხვა მეწარმეებსაც სთავაზობს თაფლის მცირე და საშუალო პარტიების ჰომოგენიზაციისა და დაფასოების სერვისს.
2020-2021 წლებში განხორციელდა საწარმოში გადამუშავებული თაფლის ექსპორტი კატარში.
საწარმოსთან ახლოს ასევე ფუნქციონირებს ფიჭის ფურცლების საბეჭდი თანამედროვე საამქრო. საწარმოს მიერ შემოთავაზებული სერვისების მისაღებად დაუკავშირდით მეწარმეს:
ტელ.: 551040814
E-mail: nodari621@gmail.com