გივი ნინიძის განახლებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმო 2019 წლიდან ფუნქციონირებს.
საწარმო ძირითადად საკუთარი საფუტკრიდან მიღებული თაფლის მოსავლის გადამუშავებით არის დაკავებული და აკაციის, სუბალპურ, წაბლისა და ტყის პოლიფლორულ თაფლს ბრენდის ,,ლევან ნინიძე და ვაჟიშვილები" -ის ქვეშ აფასოებს.
ქართული თაფლის დიდი პარტიის ექსპორტი ევროპაში პირველად სწორედ გივი ნინიძის მეურნეობიდან განხორციელდა.